გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

გიორგი წიტაიშვილი: „ლეხში დარჩენას არ ვაპირებ“

საქართველოს ნაკრებისა და „დინამო კიევის“ ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც „ლეხში“ იჯარის წესით თამაშობს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გიორგიმ განაცხადა, რომ პოლონურ კლუბში დარჩენას არ აპირებს და აღნიშნა, რომ რამდენიმე წინადადებაც მიიღო.

„დინამოს წარმომადგენლებთან ჯერჯერობით კონტაქტი არ მქონია. ვფიქრობ, ამას აზრიც არ აქვს, რადგან, როგორც პოლონეთის, ისე უკრაინის ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. თუ დინამოს დავჭირდები, სატრანსფერო ფანჯრისას აუცილებლად შემეხმიანებიან.

ლეხს რაც შეეხება, აქ დარჩენას არ ვაპირებ. კლუბს ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვის ან იჯარის გაგრძელების ოპცია არ აქვს. ვიცი, რომ ლეხის ხელმძღვანელებმა დინამოს ჩემი გამოსყიდვის თაობაზე მიმართეს, მაგრამ მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. წინადადებები სხვა კლუბებიდან? ინტერესს რამდენიმე გუნდი იჩენს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და დეტალები ზაფხულში დაზუსტდება. ფეხბურთის თამაში მინდა და ავირჩევ ვარიანტს, რომელიც ჩემს სურვილს საუკეთესოდ მოერგება. ვხვდები, რომ თამაშის გარანტიას ვერც ერთი მთავარი მწვრთნელი ვერ მომცემს. უბრალოდ მინდა, გავიგო, რომ ჩემი იმედი ექნებათ და სწორედ ასეთი ვარიანტისკენ გადავიხრები“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, წიტაიშვილმა „ლეხის“ მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბოლო პერიოდში, გიორგის სათამაშო დრო არ ეძლევა და მატჩების უმრავლესობას სათადარიგოთა სკამზე ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ურთულესი პერიოდი უდგას“ - რას წერს Goal Italia ხვიჩაზე
„ურთულესი პერიოდი უდგას“ - რას წერს Goal Italia ხვიჩაზე