"ესპანიოლთან" მატჩამდე მესი დემბელეს ცალკე ესაუბრა - რა რჩევა მისცა მას ლეომ?
ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე, "კამპ ნოუზე" "ბარსასა" და "ესპანიოლს" შორის ბარსელონური დერბი გაიმართება, სადაც დიდი ალბათობით უსმან დემბელეს დებიუტი შედგება.
Diario Gol-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, მესისა და დემბელეს შორის 5 წუთიანი საუბარი შედგა. წყაროს ცნობით, არგენტინელი ახალგაზრდა ფრანგს ცალკე ესაუბრა. ლეომ მას უთხრა, რომ ნეიმარზე არ იფიქროს. ითამაშოს და იყოს ის, რაც არის. მისი თქმით, გუნდმა დემბელე კარგად მიიღო. ისინი აცნობიერებენ, რომ მასზე დიდი ზეწოლაა და მხარში დაუდგებიან. წყარო ასევე წერს, რომ უსმანის დამატებით ლუის სუარესიც მოხარულია.
საინტერესოა, თუ რა ტაქტიკას აირჩევს ერნესტო ვალვერდე, რომელსაც დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს. დიდი ალბათობით, სეზონის განმავლობაში "ბარსას" ტაქტიკა ეტაპობრივად შეიცვლება.