ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტი: დიდი ხანია გვინდოდა ეს დღე და ეს სიხარული განგვეცადა

ლუჩანო სპალეტიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის წინ, პრესასთან ისაუბრა და სერია A-ს 32-ე ტურში შესაძლო ჩემპიონობაზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

„ჩვენ ვეყრდნობოდით ჩვენს იდეას თამაშის შესახებ და ხალხის გაბედნიერების სურვილს. დიდი ხანია ვიცით, თუ როგორ უნდა გვევლო ამ გზაზე და უკან არ მოგვეხედა. უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებდით და სალერნიტანასთან მატჩისთვის მოვემზადოთ. დიდი ხანია გვინდოდა, რომ ეს დღე და ეს სიხარული განგვეცადა.

ჩემს გუნდს არაფრის შეცვლა არ სჭირდება. დღეს დილით მოთამაშეებში დიდი მონდომება და ენთუზიაზმი დავინახე და ამის გამო დარწმუნებული ვარ, რომ სალერნიტანასთან ჩვენ თამაშს ვაჩვენებთ, თუმცა არ ვიცი, ეს მონდომება საკმარისი იქნება, თუ არა მეტოქის დასამარცხებლად, რადგან ძლიერ მოწინააღმდეგეს ვუპირისპირდებით.

სარისა და ალეგრის სიტყვები? არ ვიცი მათ რა უნდა ვუპასუხო. ჩვენ გუნდი სწორად ავაშენეთ და ჩემპიონატი სწორად დავგეგმეთ. მხოლოდ ჩვენს ქომაგებზე უნდა ვიფიქროთ.

ჯერ კიდევ რამდენიმე თამაში გვრჩება და არ ვიცი რა რეაქცია ექნება გოლებს, რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრონ ეს ბედნიერება. ეს ექსტრემალური რამაა, რაც რეალურად უნდა განიცადო. მოდით შევხედოთ ჩემს რეაქციას კვარას გოლზე და შემდეგ რასპადორის გოლზე, რომელზეც რეაქცია არც მქონია.

გამარჯვება და მოსალოდნელი ზეიმი? ჩვენ ეს შეხვედრა როგორც თამაშით, ასევე ქცევითაც უნდა მოვიგოთ, ასევე შემდგომი გართობაც სამაგალითო უნდა იყოს. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სპორტი ბავშვებს ეკუთვნით. არ შეიძლება იმის გაკეთება, რამაც შესაძლოა სხვას ავნოს. შენ უნდა იყო ჭკვიანი და გამოიყენო საღი აზრი. ეს თამაში ბავშვებისთვის არის და თუ ეს მოხდება, მათ უნდა იზეიმონ.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ჩვენგან ყველა ელის“.

- განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ თუ ამ ტურში „ლაციო“ „ინტერს“ სტუმრად ვერ დაამარცხებს, „ნაპოლი“ გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცმა ქულები დაკარგა - მიქაუტაძის მე-20 გოლი ლიგა 2-ში
მეცმა ქულები დაკარგა - მიქაუტაძის მე-20 გოლი ლიგა 2-ში