„ნაპოლიში ასე არ თამაშობდა“ - კაპელომ ხვიჩაზე ისაუბრა
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ მატჩის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მისი „ნაპოლიში“ თამაში გაიხსენა.
რას ამბობს კაპელო:
„კვარაცხელია „ნაპოლიში“ თავს ზედმეტად არ იტვირთავდა. ის კარგი იყო, მეტოქეს ატყუებდა, ხიფათს ქმნიდა, მაგრამ დაცვაში არ ბრუნდებოდა. არ უმატებდა ტემპს, რომ პრესინგზე წასულიყო და ეს ყველაფერი გაეკეთებინა.“
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში მე-12 მატჩი ჩაატარა და მე-8 გოლი გაიტანა, ასევე, მის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაცაა. ხვიჩა ზედიზედ მესამე მატჩში გახდა საუკეთესო მოთამაშე და ამასთან, პსჟ-ს ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 4 პლეი-ოფის მატჩში გაიტანა.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ საპასუხო მატჩი „ენფილდზე“ 14 აპრილს გაიმართება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.