ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ახლა სწორი მომენტია, ომია და კვარა რუსეთს ტოვებს...“ - რა მოხდა პარმაში?

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „ნაპოლი“ მალე გრანდების შეტევების მოგერიებას დაიწყებს. უკვე აშკარაა, რომ ზაფხულში ქართველს ბევრი მსურველი ეყოლება, მაგრამ ნეაპოლელები შემოთავაზებებზე მტკიცე უარის თქმას აპირებენ.

Il Mattino წერს, რომ „ნაპოლი“ მოისმენს კვარას თაობაზე მიღებულ შეთავაზებებს, მაგრამ მათი პასუხი იქნება - „არა, მადლობა“.

„ჯუნტოლიმ და ნაპოლის პრეზიდენტმა ნახევარი მსოფლიო გაიარეს და რუსეთიდან ომის გამო გაქცევის მომენტით ისარგებლეს, რომ კვარაცხელია ხელში ჩაეგდოთ. ეს ყველაფერი იუვენტუსის ყოფილი მოთამაშის კრისტიან ძაკარდოს დამსახურებაა, რომელიც დე ლაურენტისს მის შვილთან ერთად სადილზე პარმაში არსებულ რესტორანში შეხვდა და ეს იდეა გააცოცხლა.

„ახლა სწორი მომენტია, ომია და კვარა რუსეთს ტოვებს და საქართველოში ბრუნდება. მაგრამ მას იქ დარჩენა არ სურს“. - ეუბნებოდა ძაკარგო დე ლაურენტისს.

დე ლაურენტისს ახლა დაუმუშავებელი ალმასი აქვს, რომლის დაფასებაც ყველაზე მეტად უყვარს.

ამ დღეებში კვარაცხელიას აგენტი დე ლაურენტისს შეხვდა. ნაპოლი ხვიჩას თაობაზე შემოთავაზებებს მოისმენს, მაგრამ მათი პასუხი იქნება - „არა, მადლობა“. შესაძლოა კლუბმა ოსიმენი და კიმი ვერ შეინარჩუნოს, მათი კონტრაქტებიდან გამომდინარე, მაგრამ არა კვარაცხელია. დე ლაურენტისს სურს მისით დიდი ხნით დატკბეს“.

- წერს Il Mattino.

ბოლო ინფორმაციით, „ნაპოლისთვის“ პრიორიტეტს შემადგენლობის შენარჩუნება წარმოადგენს. კლუბს ოსიმენის, კიმის, კვარას და ყველა ლიდერის გუნდში მინიმუმ 1 წლით დატოვება სურს, თუმცა ყველა აცნობიერებს, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოვანმა მძიმე ბრძოლაში მოიგო | ჩაკვე საგოლე პასთან ძალიან ახლოს იყო
სლოვანმა მძიმე ბრძოლაში მოიგო | ჩაკვე საგოლე პასთან ძალიან ახლოს იყო