ეს სიგიჟეა, ნამდვილი სიგიჟე | დეზირე დუე არსენალთან გამარჯვების შემდეგ
პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია - ზედიზედ მეორედ ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მოიგო. ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართული პსჟ-სა და ლონდონის არსენალის მატჩი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა, პარიზელებმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხეს - 1:1 (4:3).
პსჟ-ს ფორვარდი დეზირე დუე TNT Sports-თან საუბრისას: „ამაღამ ძალიან, ძალიან ვამაყობთ. ბედნიერები და მადლიერები ვართ, თანაც იმიტომ, რომ ძალიან კარგ გუნდთან რთული მატჩი გამოვიდა. ასე რომ, მათ უნდა მივულოცოთ, რადგან მართლაც კარგი სეზონი ჩაატარეს. მაგრამ ახლა უბრალოდ უნდა ვისიამოვნოთ როგორც გუნდმა, როგორც ოჯახმა, რადგან ვფიქრობ, ჩვენ ამას ვიმსახურებთ.
ეს სიგიჟეა, ნამდვილი სიგიჟე. ჯერ ამ მომენტით ვისიამოვნებთ, შემდეგ კი ისევ და ისევ ვიშრომებთ, რადგან მეტი გვსურს. გამარჯვება ძალიან გვწყურია. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ და ვიცით, რომ დიდი ამბიციები გვაქვს. ასე რომ, მომდევნო სეზონში ისევ უნდა ვიბრძოლოთ.“