მარკინიოსი: “ეს სეზონის მთავარი მიზანი იყო“
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ ჟერმენი არსენალს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა, 120 წუთი კი 1:1 დასრულდა.
ლუის ენრიკეს გუნდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზელთა კაპიტანმა მარკინიოსმა კომენტარი გააკეთა.
მარკინიოსი:
„ეს სრულიად განსხვავებული შეგრძნებაა. ერთ წელიწადში ნულიდან ორამდე მივედით და ზედიზედ ორი ტიტული მოვიგეთ.
პირველი დღიდანვე ვაჩვენეთ, რომ ამ ტურნირის მოგება გვინდოდა. სეზონის დასაწყისში მწვრთნელმა გვითხრა, რომ მისი მოგება რთულია, ხოლო ზედიზედ ორჯერ მოგება — კიდევ უფრო რთული. ამიტომ თავიდანვე საჭირო იყო სწორი განწყობით დაბრუნება. ეს იყო ჩვენი სეზონის მთავარი მიზანი.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.
ასევე, პსჟ მადრიდის რეალის შემდეგ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 2-ჯერ მოიგო.