სილვა: ჰოლანდი მესისა და რონალდუს დონეზეა, კრიშტიანუს მენტალიტეტი აქვს
ბერნარდო სილვა თვლის, რომ ერლინგ ჰოლანდი ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს დონეზე თამაშობს.
„მისი სტატისტიკა დაუჯერებელია, ამდენი გოლი - ის კრიშტიანუსა და მესის დონეზეა. იმედია ერლინგი ასე გააგრძელებს. მისი გოლები სეზონის ბოლო მატჩამდე გვჭირდება.
მას აშკარად იგივე მენტალიტეტი აქვს, რაც კრიშტიანუს. ჰოლანდს ყოველთვის სურს იყოს საჯარიმოში, ყოველთვის სურს გოლის გატანა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ამას ერთი შეხებით გააკეთებს თუ ორით.
სანამ ის გადმოვიდოდა ჩვენ ვიცოდით, რა შეეძლო ერლინგს, რადგან ის ამას უკვე რამდენიმე წელია აკეთებს - ნორვეგიაში, ავსტრიაში და გერმანიაში. ჩვენ მას გავყევით და მის წინააღმდეგ ვითამაშეთ. არასოდეს იცი, რა დონეს აჩვენებს მოთამაშე ტრანსფერის შემდეგ. მაგრამ ის, რასაც ჰოლანდი ამ სეზონში აჩვენებს, უბრალოდ წარმოუდგენელია. გვიხარია, რომ ის ჩვენთანაა. ის მართლაც განსაკუთრებული მოთამაშეა, რომელიც ძალიან გვეხმარება. იმედი მაქვს კიდევ უკეთესი გახდება.
ერლინგს დე ბრუინთან განსაკუთრებული კავშირი აქვს, რომელიც ამ ტიპის ფეხბურთელებს აღმერთებს. როდესაც დე ბრუინს ბურთი აქვს, უნდა გაიქცე, ერლინგი კი ძალიან ძლიერი და სწრაფია. იდეალური კომბინაციაა. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ, როგორც ამ სეზონში ვნახეთ.
ახლა კარგ ფორმაში ვართ. ვიმედოვნებთ, რომ იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ, რადგან თასების აღება გვინდა. ჩვენ ადრეც ვიყავით მსგავს სიტუაციაში“,
- განაცხადა სილვამ.
ამ სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე „სიტის“ მაისურით 42 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა.