პოჩეტინო ჩელსის ხელმძღვანელებს შეხვდა | მხარეები საბოლოო დეტალებს აგვარებენ
ლონდონის „ჩელსის“ მაურისიო პოჩეტინო ჩაიბარებს. არგენტინელი სპეციალისტის დანიშვნა დროის ამბავია და ამ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ, ახალი ცნობები მოგვაწოდა.
რომანოს მიხედვით, მხარეებს შორის საბოლოო დეტალებზე გამართული მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. ორშაბათს, მათ პოზიტიური შეხვედრა ჰქონდათ, რომელიც ესპანეთში გაიმართა და გრძელვადიან პროექტზე ისაუბრეს. როგორც კლუბი, ისე არგენტინელი სპეციალისტის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შეთანხმება მალე გაოფიციალურდება.
Discussions progressing well on the final details between Chelsea and Mauricio Pochettino. Very positive meeting took place on Monday in Spain discussing on long term project. ????⏳ #CFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 26, 2023
All parties expect full agreement to be completed soon. pic.twitter.com/OoAbWmM8y8
პოჩეტინო კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს ჩაიბარებს. პოჩეტინოს რთულ მდგომარეობაში მყოფი „ჩელსის“ წარმატებულ გზაზე დასაბრუნებლად საკმარისი დრო და ფინანსური რესურსი ექნება. Telegraph-ის ცნობით, „ლურჯები“ მზად არიან, ზაფხულში, სატრანსფერო ბაზარზე აქტიურები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ პოჩეტინოს „ესპანიოლში“, „საუთჰემპტონში“, „ტოტენჰემში“ და „პარი სენ-ჟერმენში“ უმუშავია. ლონდონელებთან ერთად, იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, პსჟ-ში კი გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და კრისტოფ გალტიემ ჩაანაცვლა.