ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო, კრისტიან ვიერი, ფედერიკო გატი
Aa
Aa

„არ მესმის VAR-ი როგორ მუშაობს“ - ვიერის და კასანოს კრიტიკული შეფასებები

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ RAI-ს ეთერში „იუვენტუსი“ - „ნაპოლის“ მატჩზე ისაუბრა. მისი აზრით ფედერიკო გატის მიერ კვარაცხელიაზე არასპორტული თამაშის გამო მთავარ მსაჯს ტურინული გუნდის მცველის მიმართ მინიმუმ ყვითელი ბარათის ჩვენება შეეძლო, თუმცა ანტონიო კასანოსა და კრისტიან ვიერის მოსაზრებები გაცილებით კრიტიკული იყო. მათ ამ ეპიზოდზე BOBO TV-ში ისაუბრეს.

კრისტიან ვიერი: „გატის დარტყმა კვარაცხელიაზე პირდაპირ წითელი ბარათი იყო. არ მესმის, VAR-ი როგორ მუშაობს. დარტყმა ყოველთვის წითელ ბარათს ნიშნავს, არბიტრს გატი უნდა გაეძევებინა, მაგრამ მსაჯი VAR-სკენ არც კი წასულა, რომ მოქმედება თავიდან ეხილა“.

ანტონიო კასანო: „სამარცხვინო ეპიზოდია. როცა VAR-ი ასე მუშაობს, მსაჯის მიმართ ცუდი რწმენა მიჩნდება. გატიმ დაიმსახურა, რომ ხუთი მატჩით დასაჯონ“.

შეგახსენებთ, სერია ა-ს 31-ე ტურში „იუვენტუსი“ შინ „ნაპოლისთან“ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ელმასის პასით რასპადორიმ გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში ითამაშა და ლუჩანო სპალეტიმ 86-ე წუთზე რასპადორით შეცვალა. 31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტყუპი ძმების გოლები - კუპატაძემ პენალტი აიღო და საბურთალომ ტორპედოს მოუგო
ტყუპი ძმების გოლები - კუპატაძემ პენალტი აიღო და საბურთალომ ტორპედოს მოუგო