რუსეთის პრემიერ ლიგა, გიორგი ჯიქია
Aa
Aa

გიორგი ჯიქიამ კრასნოდარის ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატში, მოსკოვის „სპარტაკისა“ და „კრასნოდარის“ შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი ჯიქიამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელის სიცოცხლე გადაარჩინა.

მეორე ტაიმის მსვლელობისას, 47-ე წუთზე „კრასნორადის“ ფეხბურთელი, კადი ბორხესი და გიორგი ჯიქია ერთმანეთს ჰაერში შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, ბორხესი მინდვრის გაზონზე უგონოდ დაექცა, ჯიქიამ კი მაშინვე მხარზე გადმოაბრუნა და ენა დაუჭირა. ამით, წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელმა ბრაზილიელ შემტევს ჟანგბადის მიწოდება შეუნარჩუნა და როგორც რუსულ პრესაში წერენ, სიკვდილსაც გადაარჩინა.

ჯიქიას პირველადი დახმარების შემდეგ საქმეში სამედიცინო პერსონალი ჩაერთო. ეპიზოდის გამო, შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა, ექიმებმა კი ბორხესი მოედნიდან სპეციალური ელექტრომობილით გაიყვანეს. ფეხბურთელის დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იწერება, რომ მოედნიდან გაყვანის დროს ბორხესი გონს მოსული იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები