ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ჯოკოვიჩის სენსაციური მარცხი | 70-ე ჩოგანთან წააგო

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩია ბოსნია და ჰერცეგოვინის ქალაქ ბანია ლუკაში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა. „ნოლე“ 70-ე ნომერთან, დუშან ლაიოვიჩთან დამარცხდა და თანამემამულესთან ორ სეტში წააგო.

პირველი სეტი ლაიოვიჩის უპირატესობით დაიწყო და მან 4-დან 3 გეიმი აიღო. 3:4-ზე, ჯოკოვიჩმა ბრეიკპოინტი გამოიყენა და წონოსწორობა აღადგინა, თუმცა, საკუთარი ჩაწოდება დათმო და პირველი პარტია ლაიოვიჩის სასარგებლოდ დასრულდა - 6:4.

მეორე სეტი ბევრად დაძაბული გამოდგა. ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებაზე კარგად გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ, პარტიის გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი დაინიშნა. ჯოკოვიჩი ტაიბრეიკს 6:3-ს იგებდა და სამმაგი სეტ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ზედიზედ 5 გათამაშება დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

ცნობისთვის, ჯოკოვიჩი პირველ ნომრად იყო განთესილი და მერვედფინალში ფრანგი ვან აშშე დაამარცხა. ლაიოვიჩს რაც შეეხება, მისი სავარაუდო მეტოქე მიომირ კეჩმანოვიჩი ან ირჟი ლეჰეჩკა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილანთან კვარას მარჯვენა ფლანგზე გადავიყვანდი“ - იტალიის ნაკრების ექს-თავკაცი
„მილანთან კვარას მარჯვენა ფლანგზე გადავიყვანდი“ - იტალიის ნაკრების ექს-თავკაცი