გიორგი წიტაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

5-გოლიანი თრილერი | ქართველების ლეხი სასწაულთან ძალიან ახლოს იყო

ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი“ უეფას კონფერენს ლიგას გამოეთიშა. ქართველი ფეხბურთელების გუნდი ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა და „ფიორენტინას“ ბარიერი ვერ დაძლია, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში, 4:6 წააგო.

„ლეხს“ პირველი შეხვედრა 1:4 ჰქონდა წაგებული და სტუმრად ჩატარებულ მატჩში, სასწაულის მოხდენასთან ძალიან ახლოს იყო. პოლონელებმა პირველი გოლი მალევე გაიტანეს და მე-9 წუთზე, სოუზას წარმატებული დარტყმით დაწინაურდნენ. 64-ე წუთზე, „ლეხმა“ პენალტი მოიპოვა და ველდემ საკუთარი გუნდის უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა, 5 წუთში კი ზობიეკმა ორი მატჩის ჯამში, წონასწორობა აღადგინა.

3 გაშვებული გოლის შემდეგ, „ფიორენტინამ“ გამოიღვიძა და 78-ე წუთზე, სოტილის დარტყმით 1:3 გახადა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი კასტროვილიმ დააფიქსირა - 2:3. ქართველებს რაც შეეხებათ, გიორგი წიტაიშვილმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ნიკა კვეკვესკირი კი მოედანზე 82-ე წუთზე გავიდა და ყვითელი ბარათი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინას“ მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა. „ვიოლა“ ნახევარფინალში „ბაზელს“ ან „ნიცას“ დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს | მის დეპორტაციას ითხოვენ
რონალდუს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს | მის დეპორტაციას ითხოვენ