იუვენტუსს 15 ქულა დაუბრუნეს | თუმცა ეს დროებითია
Aa
Aa

იუვენტუსს 15 ქულა დაუბრუნეს | თუმცა ეს დროებითია

ტურინის „იუვენტუსს“ 15 ქულა დაუბრუნეს. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. როგორც გაირკვა, „ბებერი ქალბატონის“ საქმეზე ახალი პროცესი დაიწყება (ქულები მის დასრულებამდე დაუბრუნეს) და შესაძლოა, ისევ დასაჯონ.

Football Italia-ს ცნობით, არის შანსი, ახალი პროცესი ერთ თვეს გაგრძელდეს ან მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ დასრულდეს. თუ ვერდიქტის გამოტანა მიმდინარე გათამაშების ბოლომდე ვერ მოხერხდა და კლუბი დამნაშავედ ცნეს, 2023-24 წლების სეზონის ეგიდით დასჯიან.

„იუვენტუსის“ საქმე დღეს, დახურულ კარებს მიღმა განიხილეს. „ბიანკონერის“ ქულების ჩამოკლების გადაწყვეტილებაზე აპელაცია ჰქონდა შეტანილი და იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ვერანაირი სამხილი ვერ წარადგინა, რათა სასჯელი ძალაში დარჩენილიყო. გამომდინარე აქედან, ფედერაციის, როგორც ბრალმდებლის ადგილი, იტალიის ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის პროკურორმა დაიკავა. მან საქმის ხელახლა შესწავლა/გადახედვა მოითხოვა და „ბიანკონერის“ ქულები დროებით სწორედ ამიტომ დაუბრუნეს. „იუვეს“ ადვოკატებს უნდოდათ, ყველაფერი დღეს დასრულებულიყო და საქმე დახურულიყო, მაგრამ გამოძიება ახლიდან ჩატარდება და არის ვარაუდი, რომ სამხილების რაოდენობა გაიზრდება, რამაც შესაძლოა, ახალ სასჯელთან მიგვიყვანოს.

ცნობისთვის, 15 ქულის დაბრუნების შემდეგ, „იუვენტუსმა“ მე-3 ადგილზე გადაინაცვლა და 59 ქულა აქვს. „ბებერი ქალბატონი“ „რომას“ 3 ქულით, ხოლო „მილანს“ 6 ქულით უსწრებს. როგორც მოგეხსენებათ, „ბიანკონერის" ბრალად კაპიტალური შემოსავლების გაყალბება ედება და სწორედ ამიტომ დასაჯეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიჯიუტე, ნერვიულობა, მედლის მეორე მხარე - Corriere della Sera-ს სტატია კვარაზე
სიჯიუტე, ნერვიულობა, მედლის მეორე მხარე - Corriere della Sera-ს სტატია კვარაზე