ხვიჩა კვარაცხელია, რუდი კროლი
Aa
Aa

„რატომ გავარდა ნაპოლი? ხვიჩასთვის თამაში რთული იყო“ - რას ამბობს რუდი კროლი

„აიაქსისა“ და ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდამ, რუდი კროლმა „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოსთან, Kiss Kiss Napoli-სთან „პარტენოპეისა“ და „მილანის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა. კროლმა დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც, ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ და ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„მესმის, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობის გამო, ნაპოლი იმედგაცრუებული რატომაა. პარტენოპეი მენტალურად მზად არ ყოფილა. სპალეტის გუნდის გამოვარდნა სწორედ ამან განაპირობა და ფიზიკური კონდიციები არაფერ შუაშია.

ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, ის თავის საუკეთესო კონდიციაში არ ყოფილა და მისთვის თამაში რთული გახლდათ, რადგან მილანის ფეხბურთელები მასზე ყოველთვის ორმაგ დაცვას აწესებდნენ. ასეთ დროს, კვარას თანაგუნდელები უნდა დახმარებოდნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა“.

შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს ელის და კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, რომელიც 44 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას პენალტი არ უნდა დაერტყა, ძალიან დაღლილი იყო“ - იური სიომინი
„ხვიჩას პენალტი არ უნდა დაერტყა, ძალიან დაღლილი იყო“ - იური სიომინი