„დენა, გთხოვ, დააჯარიმე“ - MMA-ის ქომაგების გამოხმაურება მერაბის ვიდეოზე
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა MMA-ის გულშემატკივრები კიდევ ერთხელ აალაპარაკა. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ვხედავთ, რომ „მანქანა“ აივნიდანაა გადასული და შენობის ფასადზე დგას. აღნიშნულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და MMA-ის გულშემატკივრებმა მერაბს მოუწოდეს, იგივე აღარასდროს გააკეთოს.
View this post on Instagram
„გიჟი ხარ. გთხოვ, ფრთხილად იყავი“.
„მერაბ, დამშვიდდი. ეს ძალიან სახიფათოა“.
„რატომ მერაბ? რატოოოომ?“
„მერაბ, UFC-სთან გაფორმებული კონტრაქტი ასეთი რაღაცების გაკეთების უფლებას არ გაძლევს“.
იყვნენ ისეთები, ვინც დვალიშვილი გააკრიტიკეს
„დენა (დენა უაითი, UFC-ის პრეზიდენტი), გთხოვ, ეს ბიჭი დააჯარიმე“.
„ეს სულელური ქმედებაა“.
„რისი დამტკიცება გინდა? ეს სულელური ქცევაა“.
„მერაბ, როგორც მებრძოლი მომწონხარ, მაგრამ ეს ვიდეო არაფრისმომცემია. შესაძლებელია, ამ ვიდეომ სულელ ადამიანებზე გავლენა მოახდინოს. თუ ხიფათი მოგწონს, შენს სპორტზე გადაიტანე ყურადღება, რადგან რომ გადავარდნილიყავი, UFC-ის ვერც ერთი ექიმი ვერ გიშველიდა“.
„დენას ეს ძალიან არ მოეწონება“.
შეგახსენებთ, რომ მერაბს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 გამარჯვებაა. „მანქანამ“ ბოლოს პიოტრ იანთან იჩხუბა და მისი დამარცხების შემდეგ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს