ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

მამუკა ჯუღელი დე ლაურენტისს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი ცოტა ხნის წინ „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. ინფორმაცია Geo Team-მა გაავრცელა.

იტალიურ მედიაში იწერება, რომ მხარეებმა ხვიჩა კვარაცხელიასა და კლუბს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ისაუბრეს და მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დღეს, შუადღისას „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი პირადად შეხვდა ხვიჩა კვარაცხელიას ქართველ აგენტს, მამუკა ჯუღელს. ჩემპიონთა ლიგაზე, „ნაპოლისა“ და „მილანის“ შეხვედრამდე 1 დღით ადრე მათ ერთად ისადილეს და ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი განიხილეს“, - წერს იტალიური CalcioNapoli24-ი.

სააგენტოს ინფორმაციით, ჯუღელი და დე ლაურენტისი ერთმანეთს სასტუმრო Britannique-ში შეხვდნენ, სადაც ხვიჩას აგენტი ამ დღეების განმავლობაში ცხოვრობს.

მათივე მტკიცებით, მოლაპარაკებებს ოფიციალური ხასიათი „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ მიეცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოსიმენის გარეშე საუკეთესო ფორმაში არაა“ - ფედელე კვარაზე
„ოსიმენის გარეშე საუკეთესო ფორმაში არაა“ - ფედელე კვარაზე