ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

„გვინდა, რომ ფიორენტინას მოვუგოთ“ - კვეკვესკირი მატჩის წინ

ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის პოზნანის „ლეხი“ კონფერენს ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ წინააღმდეგ გამართავს.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე „ლეხის“ მთავარ მწვრთნელთან ჯონ ვან დენ ბრომმთან ერთად მედიის წინაშე კვეკვესკირიც წარდგა,

- ევროსარბიელზე მოპოვებულმა გამარჯვებებმა გუნდი გააუმჯობესა?

„რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებებმა ჩვენზე გავლენა მოახდინეს. ამ ტიპის თამაში და ასეთი პერფორმანსი მნიშვნელოვანია. ეს ოცნებაა - ვითამაშოთ ევროპულ გუნდებთან და ისინი დავამარცხოთ. გვსურს, ხვალ ფიორენტინასთან მატჩში ეს სურვილი კიდევ გამოვავლინოთ.

შესაძლოა მეტოქე ჩვენზე ძლიერია, შეიძლება, მაგრამ ვაჩვენებთ, რომ ჩვენც ძლიერები ვართ. გუნდი შეკრულია და ეს წარმატების მიღწევაში გვეხმარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიმარჯვებთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სტილი, რომლითაც ამას ვაკეთებთ“.

- რას ნიშნავს ფიორენტინასთან შეხვედრა?

„ეს არის შანსი, რათა ევროპაში თავი გამოვიჩინოთ. ვაჩვენოთ, რომ ძლიერი მოთამაშეები ვართ. სტრესის ნაცვლად აღფრთოვანება და სიხარულია. შესაძლო გამარჯვებებში ნდობა გვეხმარება. ჩვენ მზად ვართ და გვინდა ვაჩვენოთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ. თუ ჩვენ ამჯერად წარმატებას ვერ მივაღწევთ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ტრაგედია, მაგრამ მოდი, მოედანზე იმის ფიქრით ნუ გავალთ, რომ შეგვიძლია წავაგოთ“.

- ეს თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია?

„არ ვიცი, ეს უკვე რამდენჯერმე მკითხეს. მწვრთნელი ყოველთვის გვეუბნება, რომ შემდეგი მატჩი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რთულია ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოვარჩიო. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ „ლეხისა“ და „ფიორენტინას“ დაპირისპირება 13 აპრილს 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
EMERGING EUROPE: „რაგბი საქართველოში ეროვნული სპორტია, კვარაცხელია კი ამას ცვლის
EMERGING EUROPE: „რაგბი საქართველოში ეროვნული სპორტია, კვარაცხელია კი ამას ცვლის