დონეცკის შახტარი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილის ავტოგოლი და 90 წუთი - შახტარმა ბოლო წუთზე მოიგო

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში დონეცკის „შახტარი“ სტუმრად „ლვოვს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით, 1:2 გაიმარჯვა.

დონეცკელთა რიგებში პირველივე წუთებიდანვე გამოჩნდა საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ცუდი მატჩი არ ჰქონია და მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა, თუმცა 56-ე წუთზე აშკარად არ გაუმართლა, როდესაც მეტოქის შეტევის დროს საჯარიმოდან თავით ბურთის მოგერიებას ცდილობდა, თუმცა მცდელობა საბოლოოდ ავტოგოლით დასრულდა და მასპინძლებიც სწორედ ასე დაწინაურდნენ.

„შახტარმა“ წონასწორობის აღდგენა მალევე შეძლო. „ლვოვის“ კარში გოლი 62-ე წუთზე სუდაკოვმა გაიტანა. გამარჯვების გოლის ავტორი კი კელსი გახდა, რომელმაც შეხვედრის მიწურულს მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე შეძლო „შახტარის“ დაწინაურება, რის შედეგადაც იოვიჩევიჩის გუნდმა გათამაშებაში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა.

20 ტურის შემდეგ, დონეცკის „შახტარი“ სატურნირო ცხრილში 49 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „დნიპრო-1“-ს, რომელსაც 1 თამაშით ნაკლები აქვს გამართული 5 ქულით უსწრებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 აპრილს, კვლავ „ლვოვის“ წინააღმდეგ, ხარკოვის სტადიონზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის 3 ვარიანტი ჰქონდა | ნაპოლი ცრუ ცხრიანით არ ითამაშებს
სპალეტის 3 ვარიანტი ჰქონდა | ნაპოლი ცრუ ცხრიანით არ ითამაშებს