Aa Aa
4 სექტემბერი 2017  |  17:42

იარმოლენკო: "ამ გამოწვევას მთელი ცხოვრება ველოდი"

უსმან დემბელეს გაყიდვის შემდეგ, "დორტმუნდმა" მის შემცვლელს მალევე მიაგნო და კიევის "დინამოს" 27 წლის შემტევი ანდრეი იარმოლენკო შეიძინა.

უკრაინელმა ფეხბურთელმა, ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და ემოციები ვერ დამალა.

"ეს შესანიშნავი გრძნობა იყო. "დორტმუნდი" აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ეს ქომაგებს მოსწონთ. ისინი გუნდს იდეალურად უჭერენ მხარს", - ამბობს იარმოლენკო.

"გუნდში მოსვლისას მითხრეს, რომ მათთვის ჩემი აქ ყოფნა პატივია. ჩემთვის, ასეთ გუნდში თამაში დიდი მოტივაციაა. მწვრთნელს ვესაუბრე და მან მითხრა, თუ როგორი ფეხბურთის ხილვა სურს".

"განწყობა? გერმანიაში "მშიერი" მივდივარ. ამ გამოწვევას მთელი ცხოვრება ველოდი". - განაცხადა იარმოლენკომ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი იარმოლენკომ "დორტმუნდთან" 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გერმანელებს მისი ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაუჯდათ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები