ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

„ჩემს სასურველ გუნდში ვათამაშებდი, ლეაუ - მარცხნივ, კვარა - მარჯვნივ“

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა კახა კალაძემ Gazzetta-სთან ინტერვიუში რაფაელ ლეაუსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან განსხვავებული აზრი გააჟღერა, ლეაუსა და კვარაცხელიას მის სასურველ გუნდში ათამაშებდა, სადაც პორტუგალიელი მარცხენა ფლანგზე იასპარეზებდა, ხვიჩა კი მისთვის ნაკლებად კომფორტულ პოზიციაზე - მარჯვენა გარემარბის ამპლუაში, თუმცა შესვენების შემდეგ ფლანგებს შეიცვლიან.

კახა კალაძე: „კვარაცხელიას საოცარი სეზონი აქვს. არ ეტყობა, რომ სერია ა-ში პირველ სეზონს ატარებს, თითქოს სერია ა-ში 3 წელი მაინც აქვს ნათამაშები. მის საოცარ გამოსვლაში წვლილი ლუჩანო სპალეტიმაც შეიტანა.

კვარაცხელიასა და ლეაუს ბევრი მსგავსება აქვთ, თუმცა მათ შორის გარკვეული განსხვავებებიც არის. მე რომ მწვრთნელი ვიყო, ჩემს სასურველ გუნდში მათ ერთად ვათამაშებდი, ლეაუ - მარცხნივ, კვარა - მარჯვნივ, შესვენების შემდეგ ფლანგებს შეიცვლიან. მათ მომაკვდინებელი იარაღი აქვთ, რაც სისწრაფის განხორციელებას გულისხმობს. იციან, როგორ შექმნან სივრცეები შემტევებისთვის“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 24 მატჩში 12 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზეა. მას ოსიმენი (21), ლაუტარო მარტინესი (14) და ადემოლა ლუკმენი (13) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 31 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

კალაძე ლეაუზე: „დამანგრეველია. როგორც ყოფილი მცველი, ვამბობ, რომ მისი განეიტრალება პრობლემაა, მას საოცარი ფიზიკური სიძლიერე აქვს. „მილანი“ ხელს უწყობს მის ზრდას, რომ ევროპაში, მის პოზიციაზე, საუკეთესო სამ ფეხბურთელში ფიგურირებდეს, ეს მას შეუძლია. მის თამაშს ვუყურებ და მოედნის მიღმიდან მისი ერთადერთი სისუსტე შესაძლოა კონცენტრაციის ნაკლებობა ჩანდეს, რაც ზოგჯერ ვლინდება, თუმცა ეს ყველას ემართება. როდესაც მასში კონცენტრაციის ნაკლებობას ვერ ხედავ, ის შეტევას დარტყმით ასრულებს ან საგოლე პასით ეხმარება გუნდს. ბრწყინვალე ფეხბურთელია. მისი პერფორმანსი ამ სეზონში შთამბეჭდავია. „მილანს“ ვულოცავ ბრწყინვალე ინვესტიციას“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4 გოლი სან მარინოსთან - 16-წლამდე ნაკრების მორიგი გამარჯვება
4 გოლი სან მარინოსთან - 16-წლამდე ნაკრების მორიგი გამარჯვება