შავი ლომი | სამხრეთ ამერიკული ტურნეს განრიგი
Aa
Aa

შავი ლომი | სამხრეთ ამერიკული ტურნეს განრიგი

„შავი ლომი“ რამდენიმე დღეა ურუგვაიში, მონტევიდეოში დაბინავდა და სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში, ამერიკის სუპერ ლიგის მონაწილეებთან კონკურს გარეშე 5 თამაშს გამართავს.

აქამდე გარკვეული იყო ჩვენი გუნდი რომელ დღეს რომელ მეტოქესთან და სად ითამაშებდა, ახლა კი მატჩების დაწყების დროც დაზუსტდა. „შავი ლომი“ პირველ თამაშს 8 აპრილს, მონტევიდეოში, სტადიონ „შარუაზე“ არგენტინული დოგოს XV-ის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 6 თამაშიდან 5 მოგებით (26 ქულა), მიმდინარე გათამაშებაში პირველ ადგილზეა. შეხვედრა საქართველოს დროით 22 საათზე დაიწყება.

14 აპრილს იმავე სტადიონზე ჩილეს „სელკნემს“ ჩვენი დროით ასევე 22 საათზე ვერკინებით (6 თამაშიდან ორი მოგება, 11 ქულა და მე-5 ადგილი); ამის შემდეგ გუნდი არგენტინაში გადაინაცვლებს და 21 აპრილს ადგილობრივ „პამპასს“ (6 თამაშიდან 4 მოგება, 17 ქულა და მე-3 ადგილი) ბუენოს აირესში, „კასა პუმას“-ზე ვეთამაშებით. შეხვედრა საქართველოს დროით ნაშუაღამევს, 22 აპრილს 01:00 საათზე დაიწყება.

მონტევიდეოში დაბრუნების შემდეგ „შავი ლომი“ წვეულ გუნდს, Sudamerica Rugby XV-ს საქართველოს დროით 29 აპრილს, ასევე ნაშუაღამევს 01:00 საათზე შეხვდება. ტურნეს ფარგლებში ქართული ფრენჩაიზი დასკვნით თამაშს 6 მაისს მასპინძელთან, ამერიკის სუპერ ლიგის 2022 წლის გათამაშების გამარჯვებულ „პენაროლთან“ გამართავს. ურუგვაელებს 6 თამაშიდან ასევე 5 მოგება აქვთ, მეორე ადგილზე არიან და 1 ქულით ჩამორჩებიან ლიდერს. მატჩი საქართველოს დროით 22 საათზე დაიწყება.

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორტეგა თოფურიას აფრთხილებს: „ტოპ 5 საერთოდ სხვა სამყაროა“
ორტეგა თოფურიას აფრთხილებს: „ტოპ 5 საერთოდ სხვა სამყაროა“