გიორგი შერმადინი, ჯამლეტ ხუხაშვილი
Aa
Aa

“მადლობა ყველაფრისთვის“ - შერმადინი ჯამლეტ ხუხაშვილს დაემშვიდობა

დღეს, სამწუხაროდ ლეგენდარული ქართველი კომენტატორი, ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯამლეტის გარდაცვალებას არაერთი ქართველი სპორტსმენი გამოეხმაურა. გამონაკლისი არც გიორგი შერმადინი გახლავთ. საქართველოს ნაკრებისა და ლენოვო „ტენერიფეს“ ცენტრმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

შერმადინი:

„განსაკუთრებულად მტკივნეულია ჩემთვის ბატონი ჯამლეტის გარდაცვალება. არასდროს არ დამავიწყდება მისი უდიდესი ამაგი, სიყვარული, თავდადება ჩემდამი. გამორჩეულად დიდი ადამიანი. მადლობას ვუხდი მას ყველაფრისათვის. ყოველთვის ჩემს გულში იქნებით შალვოვიჩ.“

შეგახსენებთ, რომ ჯამლეტ ხუხაშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. კრისტალსპორტის რედაქცია დიდ მწუხარებას გამოთქვამს ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო და ოჯახს თანადგომას უცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები