ზაზა ფაჩულია, ჯამლეტ ხუხაშვილი
Aa
Aa

„დიდი მადლობა ყველაფრისთვის...“ - ფაჩულია ჯამლეტ ხუხაშვილს დაემშვიდობა

ლეგენდარულ ქართველ კომენტატორს, ჯამლეტ ხუხაშვილს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.

NBA-ს ორგზის ჩემპიონმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა.

დიდი მადლობა ყველაფრისთვის ბატონო ჯამლეტ! შეუფასებელია თქვენი ღვაწლი ქართულ სპორტში! ძალიან დაგვაკლდებით… მიყვარხართ“, - წერს ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული კომენტატორი ბოლო პერიოდში სიმსივნეს ებრძოდა, თუმცა მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები