ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ლეო ოსტიგორი
Aa
Aa

ოსტიგორი: ამ მომენტისთვის კვარა და ოსიმენი მსოფლიოში საუკეთესოები არიან

„ნაპოლის“ ნორვეგიელმა ცენტრალურმა მცველმა ლეო ოსტიგორმა გუნდზე და მიმდინარე სეზონზე ისაუბრა. ის ასევე ცალკე შეეხო კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს, რომელზეც მთელი იტალია და ევროპა ლაპარაკობს.

„მილანთან მარცხის შემდეგ, ლეჩეს დამარცხება აუცილებელია. როსონერისთან ჩემპიონთა ლიგის მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ ლეჩესთან შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენთვის მილანთან მარცხი მიუღებელი შედეგია და მზად ვართ მათ კიდევ ერთხელ დავუპირისპირდეთ.

სპალეტი? მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები. მან კარგად იცის, რომ უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება მინდა, მაგრამ მზად ვარ ამ მაისურისთვის ყველაფერი გავიღო.

გვინდა, რომ ნეაპოლს სკუდეტო მივცეთ. თუმცა შედეგის მისაღწევად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. სკუდეტო მრავალი წელია გუნდს არ მოუგია და ქომაგები ამას დიდი ხანია ელიან.

კვარა და ოსიმენი? ისინი ამ მომენტში მსოფლიოში საუკეთესოები არიან. ამ ორი ფეხბურთელის ასაყვანად ყოველთვის კონცენტრირებული უნდა იყო, მათ დიდი ნიჭი აქვთ. თქვენ რასაც ხედავთ მატჩებში, ჩვენ ამ ყველაფერს ვარჯიშებზე ყოველდღიურად ვუყურებთ. მაგრამ ასევე გუნდის სხვა წევრებიც შესანიშნავ სამუშაოს ასრულებენ. წარმოუდგენელი ფეხბურთელები გვყავს“.

- განაცხადა ოსტიგორმა Radio Kiss Kiss Napoli-სთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ფეხბურთელი: „კვარა-ოსიმენის დუეტი ამ წუთისთვის მსოფლიოში საუკეთესოა“
ნაპოლის ფეხბურთელი: „კვარა-ოსიმენის დუეტი ამ წუთისთვის მსოფლიოში საუკეთესოა“