ლიონელ მესი
Aa
Aa

კონტრაქტს ვერ ათანხმებენ | მესი პსჟ-ს დატოვებასთან ახლოსაა

ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვებასთან და „ბარსელონაში“ დაბრუნებასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა, L’Equipe-ი ავრცელებს და წერს, რომ დიდი შანსია, პსჟ-სა და მესის შორის თანამშრომლობა შეწყდეს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ლეოს აგენტი, ხორხე მესი და პარიზელთა პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი შეთანხმდნენ, რომ „ლა პულგა“ კლუბში მინიმუმ კიდევ ერთი წლით დარჩებოდა, თუმცა ვითარება შეიცვალა. ფრანგული გამოცემის მიხედვით, ამ წუთისთვის, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არგენტინელი ადგილსამყოფელს გამოიცვლის.

როგორც ირკვევა, მხარეებმა ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. „პარი სენ-ჟერმენს“ სურს, მესიმ ხელფასი შეიმციროს, რაზეც ლეო კატეგორიულ უარს აცხადებს. მოლაპარაკებები არ დასრულებულა, მაგრამ შეთანხმების მიღწევის შანსი ძალიან მცირეა. პარალელურად, „ბლაუგრანაში“ იზრდება რწმენა, რომ მესი „სპოტიფაი კამპ ნოუზე“ გადავა.

შეგახსენებთ, რომ მესი „პარი სენ-ჟერმენს“ 2021 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში, მას 33 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 18 გოლი და 17 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიძულებს, რომ გუნდიდან წავიდეს“ - კადრები პსჟ-ის ვარჯიშიდან
„აიძულებს, რომ გუნდიდან წავიდეს“ - კადრები პსჟ-ის ვარჯიშიდან