ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„თუ კვარას გააჩერებ, გუნდიც გაჩერდება“ - ანტონიო კორბო ნაპოლის პრობლემებზე

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, La Repubblica-ს მიმომხილველმა და ცნობილმა ჟურნალისტმა, ანტონიო კორბომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩზე ისაუბრა, რომელიც „როსონერიმ“ 4:0 მოიგო. კორბომ ლუჩანო სპალეტის გუნდის მთავარი პრობლემები დაასახელა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„როცა შეცდომებს უშვებ მილანისნაირი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მათგან მაქსიმუმის მიღება შეუძლია, გამორიცხულია, ყველაფერი ისე წარიმართოს, როგორც გინდა. ნაპოლიმ მილანთან გუნდურად ცუდად ითამაშა და გავბედავ და სპალეტის, რომელიც ჟურნალისტებს არ უსმენს, რჩევას მივცემ.

ნაპოლის ორი პრობლემა აქვს. პირველი - სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელებს მცირე სათამაშო დრო ეძლევათ და ცვლილებები გვიან კეთდება. და მეორე - თუ კვარაცხელიას გააჩერებ, მთელი გუნდი ჩერდება. მილანთან ნაპოლიმ იმდენად ცუდად ითამაშა, მათზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს“.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „ნაპოლი“ სტუმრად 4:0 დაამარცხა. ეს გუნდები ერთმანეთს რამდენიმე დღეში კიდევ შეხვდებიან და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩს 12 აპრილს გამართავენ, საპასუხო შეხვედრაკი 18-შია ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ობლაკს ჩაანაცვლებს | ესპანურ პრესაში მამარდაშვილზე და ატლეტიკოზე ისევ წერენ
ობლაკს ჩაანაცვლებს | ესპანურ პრესაში მამარდაშვილზე და ატლეტიკოზე ისევ წერენ