ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

„ლევანტეში დაბრუნებასთან ახლოსაა“ - A Bola ქოჩორაშვილზე წერს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შესაძლოა „ლევანტეში“ დაბრუნდეს. ამის შესახებ ცნობილი პორტუგალიური გამოცემა A Bola წერს.

მისი ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ქოჩორაშვილი ზაფხულში „სპორტინგს“ დატოვებს.

„ამ საკითხზე ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები იანვარშიც მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ ტრანსფერს იმ გარემოებამ შეუშალა ხელი, რომ „სპორტინგს“ რამდენიმე ნახევარმცველი ჰყავდა ტრავმირებული.

ახლა სიტუაცია შეიცვალა: „სპორტინგის“ ნახევარდაცვაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება, „ლევანტემ“ კი ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა“.

თუ ფეხბურთელი „ლევანტეში“ დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, არაა გამორიცხული, რომ საიჯარო კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტიც ჩაიდოს“.

ცნობისთვის, ქოჩორაშვილმა „სპორტინგში“ სადებიუტო სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი მიითვალა. „ლომებმა“ ქართველ ნახევარმცველში 5.5 მილიონი ევრო გადაიხადა. ქოჩორაშვილის კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად შეატყობინეს, რომ არ გაუშვებენ | ბოლო ინფორმაცია ალისონზე
ოფიციალურად შეატყობინეს, რომ არ გაუშვებენ | ბოლო ინფორმაცია ალისონზე