გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინმა ბარსელონას 16 ქულა ჩაუგდო - მარცხი დაძაბულ ბრძოლაში

ესპანეთის ლიგა ენდესაში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 76:79 დამარცხდა.

შერმადინმა და მარსელინიო უერტასმა „ბარსას“ წინააღმდეგ ჩინებული შეხვედრა ჩაატარეს და ბოლო წამებამდე დაძაბულობის შენარჩუნება, სწორედ მათი დამსახურება იყო.

საქართვერთველოს ნაკრების ცენტრმა 24 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა. უერტასმა კი 26 წუთში 20 ქულა და 8 გადაცემა ჩაიწერა.

„ბარსელონას“ რიგებში გამორჩეული თურქი ცენტრი შანლი იყო, რომელმაც 21 წუთში 18 ქულა ჩააგდო. მიროტიჩმა 13 ქულა მიითვალა, ხოლო ვესელიმ 15. შეხვედრაში გამარჯვებული ბოლო წამებზე გამოვლინდა.

„ტენერიფე“ ამ მარცხის შემდეგ, 25 ტურში 18 მოგებით მე-4 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძეს სათამაშო დრო გაუზარდეს - ორლანდომ ვაშინგტონს მოუგო
ბითაძეს სათამაშო დრო გაუზარდეს - ორლანდომ ვაშინგტონს მოუგო