ორმაგი დუბლი გოლდენ სტეიტთან - მამუკელაშვილის მაგარი თამაში
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ ოკლენდში „გოლდენ სიტეიტ უორიორსთან“ 115:130 დამარცხდა.
„მამუმ“ თავისი დრო ამჯერადაც მიიღო და კვლავ ნაყოფიერად გამოიყენა. ქართველმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 29 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო - 13 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. ასეთი იყო მისი მონაგარი.
სანდრომ 11-დან ბურთი შეტევაში 7-ჯერ მოხსნა. 10-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 1 ზუსტი საჯარიმო ისროლა. 1 შეცდომა ჰქონდა და 2 ფოლი.
„გოლდენ სტეიტიდან“ სტეფ კარი გამოირჩა, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, 31 ქულა ჰქონდა კლეი ტომპსონს, ხოლო 27 ჯორდანს. ჯამში ამ სამეულმა 21 სამქულიანის ჩაგდება შეძლო, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
„გოლდენ სტეიტი“ 41 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. „სან ანტონიოს“ კი 19 მოგებით პლეი-ოფში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს და მე-15 ადგილზეა.
„სფურსი“ მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს „საკრამენტოს“ წინააღმდეგ გამართავს.