41-ქულიანი სხვაობა - ბოსტონმა მილუოკის გადაუარა
Aa
Aa

41-ქულიანი სხვაობა - ბოსტონმა მილუოკის გადაუარა

NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის ცენტრალური დაპირისპირება, რომელსაც ქომაგები დიდი ინტერესით ელოდნენ „მილუოკის“ განადგურებით დასრულდა.

„ბოსტონი“ „ბაქსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 41-ქულიანი სხვაობით 140:99 მოუგო.

„ბოსტონმა“ „მილუოკის“ ოთხივე მეოთხედი მოუგო. დიდ შესვენებამდე სტუმრები უკვე 28-ქულიანი ფორით იგებდნენ.

საოცარი შეხვედრა ჩაატარეს „ბოსტონელთა“ ლიდერებმა - ჯეისონ ტეიტუმმა 40 ქულა, ხოლო ჯეილენ ბრაუნმა 30 ქულა ჩააგდო.

არც ისე აქტიური იყო იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც 27 სროლიდან მხოლოდ 24 ქულის ჩაგდება მოახერხა.

ამრიგად, აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობა ჯერჯერობით მაინც „მილუოკი ბაქსს“ რჩება - 55 გამარჯვება და 22 მარცხი. „ბოსტონს“ 53 მოგება, 24 მარცხი აქვს.

აღმოსავლეთ კონფერენციიდან ამ მომენტისთვის პლეი-ოფში თამაში „ბაქსთან“ და „ბოსტონთან“ ერთად „ფილადელფიასა“ და „კლივლენდს“ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
17 ქულა იუტასთან! - მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი
17 ქულა იუტასთან! - მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი