თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას ცუდი მატჩი - ვირტუს ბოლონიამ თურქეთში წააგო

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაზე ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მორიგი მატჩი „ანადოლუ ეფესის“ წინააღმდეგ გამართა და უშანსოდ წააგო. იტალიურმა კლუბმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწია, რომელიც 13:13 დასრულდა. თურქებმა მეორე მეოთხედი 9 ქულით, მესამე კი 13 ქულით მოიგეს და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებიათ - 86:67.

შენგელიამ პარკეტზე 17 წუთი და 37 წამი გაატარა და ცუდი თამაში ჰქონდა. თორნიკემ 3 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 1 სამიანი გააცუდა, 3 ჯარიმა მიიღო და 4 დაკარგვა ჰქონდა.

„ვირტუს ბოლონიას“ რიგებში ყველაზე მეტი, 17 ქულა ნიკოლო მანიონიმ ჩააგდო. სემი ოჯელეის 13 ქულა ჰქონდა, ჯორდან მიკის - 11. „ანადოლუ ეფესს“ 24 ქულით ანტე ზიზიჩმა ულიდერა. ტიბორ პლაისმა 14 ქულა გააკეთა, ხოლო როდრიგო ბობოამ - 10.

ცნობისთვის, შენგელიას „ვირტუს ბოლონიას“ ევროლიგაში 32-დან 13 შეხვედრა აქვს მოგებული და პლეიოფში გასვლის შანსი დაკარგა. იტალიური კლუბი მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს გამართავს და „ტრიესტეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუჩანო მოჯი: „ოსიმენი კვარაზე გადამწყვეტია, ვიქტორი საოცარი ფეხბურთელია“
ლუჩანო მოჯი: „ოსიმენი კვარაზე გადამწყვეტია, ვიქტორი საოცარი ფეხბურთელია“