ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

სპეციას გარემარბი: „კვარა თუ ლეაუ? ქართველს ავირჩევ“

„სპეციას“ გარემარბმა, დანიელე ვერდემ Calcionapoli24-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც, რაფაელ ლეაუსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის არჩევანის გაკეთება სთხოვეს. ვერდემ, რომელიც ნეაპოლშია დაბადებული, უპირატესობა ქართველ შემტევს მიანიჭა.

„კვარასა და ლეაუს შორის რომელს ავირჩევდი? ხვიჩა ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. კარგია, მისნაირი ტექნიკური ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატში რომ თამაშობს. ალბათ, ნაპოლის შემტევმა უფრო მეტად გამაკვირვა, ვიდრე პორტუგალიელმა. ამ ორს შორის, კვარას ადგილას ყოფნას უფრო ვისურვებდი“.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

ლეაუს რაც შეეხება, პორტუგალიელ გარემარბს სერია A-ში 25 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 8 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა. ლეაუმ ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა, თანაგუნდელებს კი 3-ჯერ გაატანინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაპელო ნაპოლი VS მილანზე: „ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი იცვლება“
კაპელო ნაპოლი VS მილანზე: „ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი იცვლება“