ხვიჩა კვარაცხელია, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

გალია კვარასთვის - რას აპირებს სტეფანო პიოლი

Sportmediaset-მა „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის ჩანიშნულ შეხვედრას სტატია მიუძღვნა და „როსონერის“ თავკაცის, სტეფანო პიოლის ტაქტიკურ გეგმებზე ისაუბრა. იტალიური გამოცემის მიხედვით, პიოლის „პარტენოპეისთან“ გამართული პირველი მატჩი კარგად ახსოვს და „კვარას“ გალიას უმზადებს.

„უდინეზესთან განცდილი მარცხის შემდეგ, სტეფანო პიოლი პრობლემას შეეჩეხა, რომელსაც პიერ კალულუს ტრავმა ჰქვია. ამის გამო, მას დაცვის ხაზის შეცვლა მოუწევს. გუნდს დავიდე კალაბრია დაუბრუნდა, რომელიც მზადაა, მარჯვენა ფლანგი ჩაიბაროს და ფიკაიო ტომორისა და ტეო ერნანდესს შეუერთდეს. დაცვის ხაზის მეოთხე წარმომადგენელი ტიავი ან კიაერი იქნება და დანიელ მცველს სასტარტოში მოხვედრის უფრო დიდი შანსი აქვს.

რატომ ასეთი გადაწყვეტილება? კალულუმ ნაპოლისთან გამართული პირველი მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და მეტოქეებს მომენტების შექმნის საშუალება არ მისცა. იგივე გააკეთა მარჯვენა ფლანგზე გამწესებულმა კალაბრია-კიაერის დუეტმა, სანამ ყვითელი ბარათები არ მიიღეს, რის გამოც, პიოლიმ ისინი მეორე ნახევრის სტარტზე შეცვალა. მათ ნაცვლად დესტი და კალულუ გამოვიდნენ და რამდენიმე მომენტს თუ არ ჩავთვლით, კვარაცხელია შეაჩერეს. სტეფანო ფიქრობს, იგივე „გალია“ გამოიყენოს და დამატებით, სალემაკერსსა და ტონალის დაავალოს, ქართველის გარშემო სივრცე შეზღუდონ“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება 2 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მომდევნო მეტოქე ცნობილია! - თოფურია ხუთ რაუნდს იჩხუბებს
მომდევნო მეტოქე ცნობილია! - თოფურია ხუთ რაუნდს იჩხუბებს