გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძეს სათამაშო დრო გაუზარდეს - ორლანდომ ვაშინგტონს მოუგო

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ვაშინგტონს“ სტუმრად 116:109 მოუგო.

გოგა თადარიგში იყო, თუმცა საკმაოდ დიდი სათამაშო დრო მიიღო - 21:40 წუთი. მისი მონაგარი 2 ქულა, 3 მოხსნა. 3 გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. ბითაძემ 1 არაზუსტი სამიანი ისროლა, 3 ორქულიანიდან კი ერთი ზუსტად ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი 8 ჰქონდა.

შეხვედრაში საუკეთესო „ორლანდოს“ ფორვარდი პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 30 ქულა, 12 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

გოგას „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 33 მოგებითა და 44 მარცხით მე-13 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს „დეტროიტთან“ გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „გოლდენ სტეიტთან“ 115:130 წააგო. მამუმ 29 წუთ ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა - 13 ქულა, 11 მოხსნა, 4 გადაცემა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
აშკარა შეცდომები! რამდენად სწორ გზაზე ვართ? ნაკრების ანალიზი
აშკარა შეცდომები! რამდენად სწორ გზაზე ვართ? ნაკრების ანალიზი