ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

„ბოლო ცეკვა ჯორდანის მსგავსად“ - ჩავი მესის დაბრუნებაზე საუბრობს

„ბარსელონაში“ მესის შესაძლო დაბრუნების შესახებ ბოლო 48 საათში უამრავი ინფორმაცია გავრცელდა და წყაროების სანდოობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე ნელ-ნელა მართლაც სერიოზულდება.

ლეოს შესაძლო დაბრუნებაზე პირველი კომენტარი ჩავიმაც გააკეთა.

„არა მგონია, რომ ამ დროისთვის ლეოს დაბრუნებაზე ვისაუბროთ. მასთან ვმეგობრობ, ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ახლა შესაფერისი დრო არ არის. არც ლეოსთვის, არც კლუბის სასიკეთოდ.

ნორმალურია, რომ მესის დაბრუნების ილუზია არსებობს. ბოლო ცეკვა, მაიკლ ჯორდანის მსგავსად. ხალხის აღელვება ნორმალურია.

ვიმედოვნებ, რომ ლეოს ბარსაში ნებისმიერი სახით დავინახავ. მე ვიქნები პირველი, ვინც მისი დაბრუნებით გაიხარებს. ეს მისი ცხოვრების კლუბია, ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ახლა საუბრის დრო არ არის.

ერთ თვეში ორი ტიტულის მოგება შეგვიძლია. არ უნდა ვისაუბროთ შესაძლო ტრანსფერებზე ან მესიზე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ელჩეზე, მადრიდის რეალზე, ყველაფერზე, რაც გველოდება“,

- განაცხადა „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა.

მადრიდული Marca წერს, რომ მესის „ბარსაში“ დაბრუნების შანსი მართლაც არსებობს და აქტიური საუბრებიც მიდის, თუმცა ამ ეტაპზე ეს რთულად განსახორციელებელია და დრო სჭირდება.

წყარო წერს, რომ მესის ჩავისთან ხშირი მიმოწერა აქვს, თუმცა პრეზიდენტ ლაპორტასთან მისი კონტაქტი ამ მომენტისთვის არ არის.

„ბარსელონა“ საქმის ჩუმად მოგვარებას აპირებს და სანამ მესისთან ყველაფერს არ შეათანხმებს, ამავდროულად ლა ლიგასთან არსებულ სირთულეებს არ მოაგვარებს, კლუბი იქამდე ოფიციალურად არაფერს დაადასტურებს. იმავეს გაკეთებას გეგმავს ლეოც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აშკარა შეცდომები! რამდენად სწორ გზაზე ვართ? ნაკრების ანალიზი
აშკარა შეცდომები! რამდენად სწორ გზაზე ვართ? ნაკრების ანალიზი