ლიონელ მესი, რონალდ კუმანი
Aa
Aa

კუმანი: „მითხრეს, რომ მესი რჩებოდა, მისი წასვლა მოულოდნელი იყო“

„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ლიონელ მესიზე ისაუბრა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გაიხსენა დღე, როცა „ბლაუგრანამ“ „ლა პულგა“ გაუშვა და განაცხადა, რომ მესის წასვლა დიდი მოულოდნელობა იყო.

„ველოდებოდი თუ არა მესის წასვლას? ეს ძალიან მოულოდნელი იყო. მახსოვს, წინასასეზონო ეტაპზე, კლუბის ხელმძღვანელებმა მითხრეს: „ხვალ მესისთან და მის მამასთან შეხვედრა გვაქვს, კონტრაქტს ხელს მოვაწერთ და ლეო ჩვენთან დარჩება“.

მომდევნო დღეს, ლაპორტამ დამირეკა და მაუწყა, რომ სიტუაცია ძალიან რთული იყო, იმავე საღამოს კი მესი გუნდიდან წავიდა. მესი ბარსელონაა! მან გუნდისთვის იმდენი რაღაც გააკეთა, რომ ასეთ გაშვებას არ იმსახურებდა“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ დატოვების შემდეგ, მესიმ „პარი სენ-ჟერმენს“ მიაშურა და პარიზულ გრანდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. უცხოურ პრესაში იწერება, რომ „ბლაუგრანას“ მისი დაბრუნება უნდა და კატალონიაში გადასვლით „ლა პულგაც“ ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადაწყვეტილების მიღებაში აჩქარება არ უნდა“ - MARCA-ს სტატია კვარაზე
„გადაწყვეტილების მიღებაში აჩქარება არ უნდა“ - MARCA-ს სტატია კვარაზე