მასტერ ლიგა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - მასტერ ლიგის ნაკრების ისტორიული გამარჯვება

კიშინიოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ფეხბურთელებმა საერთაშორისო ასპარეზზე პირველად მოიგეს.

როსტო ფარცვანიას გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

მეორე ტაიმის 30-ე წუთზე ანგარიში გიორგი კიკნაძემ გახსნა. ბოლო წუთზე კი ისტორიული გოლის ავტორი ჯეჯო ჯალიაშვილი გახდა.

ევროპის ჩემპიონატის პირველი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების კაპიტანი ილია გადელია დასახელდა.

მასტერ ლიგის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ხვალ 20:00 საათზე გამართავენ, სადაც  ჩვენი მეტოქე კვიპროსის ნაკრები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 33 წელი გავიდა
საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 33 წელი გავიდა