საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, გლოვის დღეებთან დაკავშირებით, 23 მარტამდე დაგეგმილი ყველა საფეხბურთო ღონისძიება დროებით შეჩერებულია.
სფფ-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, საფეხბურთო კლუბებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღეებთან დაკავშირებით, 23 მარტამდე დაგეგმილი ყველა საფეხბურთო ღონისძიება დროებით შეჩერებულია.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სფფ-ის ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატებში ამ პერიოდში დაგეგმილი ყველა მატჩი გადაიდო. მათი ჩატარების განახლებული თარიღები მოგვიანებით გამოცხადდება.
საფეხბურთო ოჯახის სახელით, კიდევ ერთხელ ვუთანაგრძობთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სრულიად საქართველოს“.