მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

თეთრი ფაფახი VS შავი ფაფახი | ნურმაგომედოვი ამბობს, რომ მერაბთან ჩხუბი შესთავაზეს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა საინტერესო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ორგანიზაციისგან მერაბ დვალიშვილთან ჩხუბის შეთავაზება მიიღო. ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „მანქანასთან“ შერკინების სურვილი გამოთქვა.

„UFC-იმ და დენა უაითმა 13 მაისს გასამართი ღონისძიების მთავარი ბრძოლა შემომთავაზეს, მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ. მას ტრავმა აქვს და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თუმცა ველოდები, რომ ოქტაგონზე ივნისში ან ივლისში გავალთ“.

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვს დიდი ხანია მერაბთან ბრძოლის გამართვა უნდა. მარლონ მორაესისა და დვალიშვილის ჩხუბის შემდეგ, ნურმაგომედოვმა თეთრი და შავი ფაფახების დაპირისპირების სურვილი გამოთქვა. პიოტრ იანთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რუსულ პრესაში განაცხადეს, რომ უმარს თანამემამულის გამო, შურისძიება შეუძლია.

ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მე-11 ნომერია, UFC-ში მისი რეკორდი კი 4:0-ზეა. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, „მანქანამ“ იანის დამარცხებით ორგანიზაციაში ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა, MMA-ს ეგიდით ჩატარებულ ორთაბრძოლებში კი მისი ბალანსი 16:4-ზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დრიბლინგის უნარი არ დაუკარგავს“ - Sun 49 წლის ქინქლაძის თამაშზე
„დრიბლინგის უნარი არ დაუკარგავს“ - Sun 49 წლის ქინქლაძის თამაშზე