ნაპოლი, ფიორენტინა, ხვიჩა კვარაცხელია, დოდო
Aa
Aa

„როგორ შევაჩერე კვარაცხელია?“ - ბრაზილიელი დოდოს პასუხი

„ფიორენტინას“ ბრაზილიელმა მცველმა დოდომ Calciomercato-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ამპლუით მარჯვენა მცველი დარწმუნებულია, რომ ქართველს შეაჩერებს. ასევე, დოდომ აღნიშნა, რომ პირველ შეხვედრაში კვარაცხელია გაანეიტრალა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონის მესამე ტურში „ფიორენტინასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა. კვარაცხელიამ და დოდომ სასტარტოში ითამაშეს, ლუჩანო სპალეტიმ ქართველი შემტევი 61-ე წუთზე შეცვალა.

დოდო: „როგორ შევაჩერე კვარაცხელია? მენტალურად ძლიერი ვარ. „შახტარში“ ძალიან რთული გამოწვევები მქონდა, როცა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშე. „რეალთან“ ჩემი ოპონენტი ვინისიუსი იყო, „მან. სიტისთან“ - სტერლინგი, მილანის „ინტერთან“ - პერიშიჩი. როდესაც ასეთი დონის გუნდებთან ვთამაშობ, გუნდისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებ.

მიმდინარე სეზონში „ნაპოლისთან“ თამაში კარგად მახსოვს, ნამდვილად ბრწყინვალედ ვითამაშე. იგივეს თქმა შემიძლია „იუვენტუსთან“ დაკავშირებით“.

დოდო სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, ფლორენციული კლუბის შეუცვლელი წევრია. ასევე გეტყვით, რომ დონეცკის „შახტარში“ დავით ხოჭოლავას თანაგუნდელი იყო.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დრიბლინგის უნარი არ დაუკარგავს“ - Sun 49 წლის ქინქლაძის თამაშზე
„დრიბლინგის უნარი არ დაუკარგავს“ - Sun 49 წლის ქინქლაძის თამაშზე