დღე ოქროს გარეშე - სარდალაშვილი გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია
Aa Aa
24 მარტი 2023  |  17:56

დღე ოქროს გარეშე - სარდალაშვილი გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია

თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 60 კგ. წონით კატეგორიაში 19 წლის გიორგი სარდალაშვილი ფინალში გავიდა. სადაც აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან ვაზარით დამარცხდა.

შეგახსენებთ, სარდალაშვილმა 1/4-ფინალში ყაზახი შამშადინი ორი ვაზარით დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ დილშოტ ხალმატოვს დამატებით დროში ვაზარით აჯობა.

66 კგ. წონით კატეგორიაში პირველმა ნომერმა ვაჟა მარგველაშვილმა ტურნირის საწყისი ორი შეხვედრა მოიგო, 1/4-ფინალში ყაზახი ყირგიზბაევს შიდოებით სძლია და 1/2-ფინალში ყირგიზ აიბეკ ულუსთან ვაზარით დამარცხდა. მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

66 კგ. წონითი კატეგორიის 1/4-ფინალურ სტადიაზე გიორგი თუთაშვილი ყირგიზ აიბეკ ულუსთან ვაზარით დამარცხდა, ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, თუმცა ყაზახ ყირგიზბაევთან დაპირისპირება დათმო და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა.

თბილისის გრანდ სლემის პირველი დღე ქართველი ქალი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა, ყველა მათგანი ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
თბილისის გრანდ სლემი: ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
თბილისის გრანდ სლემი: ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია