რა შანსი გვაქვს, რომ ევრო 2024-ზე შესარჩევი ეტაპიდან გავიდეთ | სუპერ კომპიუტერის პროგნოზი
Aa
Aa

რა შანსი გვაქვს, რომ ევრო 2024-ზე შესარჩევი ეტაპიდან გავიდეთ | სუპერ კომპიუტერის პროგნოზი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დღეს დაიწყო და ბრიტანეთში, სუპერ კომპიუტერმა ივარაუდა, ევროპირველობის საგზურს რომელი გუნდები მოიპოვებენ. თქვენს ყურადღებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფზე გავამახვილებთ, რომელშიც „ჯვაროსნების“ კონკურენტები ესპანეთის, ნორვეგიის, შოტლანდიისა და კვიპროსის ეროვნული გუნდები არიან.

სუპერ კომპიუტერის მიხედვით, ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გავა, 5.44 პროცენტია. „ჯვაროსნები“ მხოლოდ თემურ ქეცბაიას კვიპროსს უსწრებენ, რომელიც უშანსოდ დარჩა - 0 პროცენტი.

ჩვენს ჯგუფში, ევრო 2024-ის საგზურის დასაკუთრების ყველაზე მაღალი შანსი ესპანეთს აქვს, რაც გასაკვირი არავისთვისაა - 86.24 პროცენტი. მეორე ნორვეგია გახლავთ - 64.24, მესამე კი შოტლანდიაა - 44.08. სუპერ კომპიუტერის მიხედვით, შანსი, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ან მეორე ადგილზე ვერ გავა და ერთა ლიგის პლეიოფში მოუწევს თამაში, 94.56 პროცენტია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მონღოლეთთან მატჩს 25 მარტს გამართავს. 28 მარტს კი, ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება და მზადებას ადგილზე გააგრძელებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვეტორი დოლიძესთან ჩხუბზე: „სუფთად მოვიგე, ამაზე კამათიც არ შეიძლება“
ვეტორი დოლიძესთან ჩხუბზე: „სუფთად მოვიგე, ამაზე კამათიც არ შეიძლება“