მორის ყვითელაშვილი, ნიკა ეგაძე
Aa
Aa

ფიგურული ციგურაობა: ყვითელაშვილი ფინალშია, ეგაძე ვერ კვალიფიცირდა

იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთან შორის მოკლე პროგრამით დღეს ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარაზე.

ყინულის მოედანზე პირველი ნიკა ეგაძე გამოჩნდა, რომელიც აუდიტორიის წინაშე მოკლე პროგრამით წარსდგა და ფინალში კვალიფიცირება ვერ შეძლო. ეგაძემ ტექნიკურ ელემენტებში ჟიურისგან 30.58 ქულა, პრეზენტაციაში 34.59 ქულა, საერთო ჯამში კი 65.17 ქულა მიიღო და 34 მოციგურავეს შორის 29-ე პოზიცია დაიკავა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ეგაძის შემდეგ კი პუბლიკის წინაშე თავისი პროგრამით მორის ყვითელაშვილი წარსდგა, რომელმაც საუკეთესო 24 სპორტსმენს შორის მოხვედრა შეძლო და მეორე ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. ყვითელაშვილმა ტექნიკურ ელემენტებში 36.05 ქულა, პრეზენტაციაში 38 ქულა, საერთო ჯამში კი 73.05 ქულა მიიღო და 21-ე პოზიციას დასჯერდა.

      Video Player is loading.
      Advertisement
      Current Time 0:00
      Duration -:-
      Loaded: 0%
      Stream Type LIVE
      Remaining Time 0:00
      1x
        • Chapters
        • descriptions off, selected
        • subtitles off, selected

          შესაბამისად, 25 მარტს ქართველი მოციგურავე უკვე თავისუფალი პროგრამით შეეცდება წარმატების მიღწევას.

          მსგავსი სიახლეები

          ცხელი ამბები