საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, თბილისის გრანდ სლემი
Aa
Aa

თბილისის გრანდ სლემი: ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

24-26 მარტს თბილისში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 61 ქვეყნის 419 ძიუდოისტი მიიღებს.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე მაქსიმალური კვოტით იქნება წარმოდგენილი. მასპინძლის სტატუსის გამო, ჩვენს გუნდს უფლება აქვს ყველა წონაში 4-4 სპორტსმენი წარადგინოს, ლაშა გუჯეჯიანი კი ამ უფლებას მაქსიმალურად იყენებს. ერთადერთი წონა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მაქსიმალური კვოტა ვერ შეავსო, -100 კგ. წონითი კატეოგირაა.

ცოტა ხნის წინ, ტურნირირსწინა ოფიციალური კენჭისყრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტების საწყისი მეტოქეები გაირკვნენ.

ვაჟები:

-60 კგ.

A ჯგუფი: გიორგი სარდალაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკსა და მონღოლ ცოგ-ოჩირ ბიამბაჯაევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

B ჯგუფი: თემურ ნოზაძე პირველ წრეში არ იჭიდავებს, მეორე წრეში კი ფრანგ ვენდ-იამ რომარიკსა და პორტუგალიელ როდრიგო ცოშტა ლოპესის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

C ჯგუფი: საბა გრიგალაშვილი პირველ წრეში უზბეკ დოსტონ რუზიევს შეხვდება.

D ჯგუფი: პირველ წრეში დაისვენებს ლუხუმ ჩხვიმიანიც. მეორე წრეში კი ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ინდოელ ვიჯაი კუმარ იადავსა და ისრაელის წარმომადგენელ ლიორ რაფაილოვს შორის გამარჯვებული იქნება.

-66 კგ.

A ჯგუფი: ვაჟა მარგველაშვილი გათამაშებაში მეორე წრიდან ჩაერთვება, მეტოქე კი ფილიპინელი შუგენ ნაკანო იქნება.

B ჯგუფი: გიორგი თუთაშვილი პირველ წრეში კვიპროსის სახელით მოასპარეზე გეორგიოს ბალარჯიშვილს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მეორე წრეში ბაჰრეინელ რამაზან კოდჟაკოვს დაუპირისპირდება.

C ჯგუფი: ლაშა ნადირაძე პირველ შეხვედრას მეორე წრეში, მონღოლ ბასხუ იონდონპერენლეის წინააღმდეგ გამართავს.

D ჯგუფი: იპოლიტე აქუბარდია პირველ წრეში ყირგიზელ ყუბანიჩბეკ ნურგაზი ულუს წინააღმდეგ იჭიდავებს, გამარჯვების შემთხვევაში კი მეორე წრეში თურქმენელ სერდარ რაჰიმოვს შეხვდება.

-73 კგ.

A ჯგუფი: ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი ჩეხ დანიელ პოხოპსა და ბერძენ დიმიტრიოს გიანოპოულოსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

B ჯგუფი: მიხეილ ბახბახაშვილი პირველ წრეში აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევს შეხვდება.

C ჯგუფი: პირველ წრეში კოტე კაპანაძის მეტოქე კანადელი ენტონი ბუჩარდი იქნება.

D ჯგუფი: გიორგი ტერაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი აზერბაიჯანელ ნარიმან მირზაევსა და იტალიელ ედოარდო მელას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

-81 კგ.

A ჯგუფი: ზაურ დვალაშვილი გათამაშებაში მეორე წრიდან ჩაერთვება, მეტოქე კი აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი იქნება.

B ჯგუფი: გიორგი ჯაბნიაშვილიც მეორე წრიდან, გერმანელი ტიმო კაველიუსთან იჭიდავებს.

C ჯგუფი: პირველ წრეში იასპარეზებს დიმიტრი გოჩილაიძე, რომლის პირველი მეტოქეც გერმანელი დომინიკ რასელი იქნება.

D ჯგუფი: გოჩილაიძის მსგავსად, პირველ წრეში იჭიდავებს ლევან გუგავაც, რომელიც ბერძენ ათანასიოს მილონელისს შეხვდება.

-90 კგ.

A ჯგუფი: ბექა ღვინიაშვილი მეორე წრიდან იჭიდავებს, მეტოქე კი ბულგარელ ივაილო ივანოვსა და პოლონელ იაკუბ პანკოვსკის შორის გამარჯვებული იქნება.

B ჯგუფი: ლაშა ბექაურიც მეორე წრიდან ჩაერთვება გათამაშებაში, პირველი მეტოქე კი ყირგიზ ანარბეკ იშენბაევსა და კანადელ ლუის კრებერ განონს შორის გამარჯვებული იქნება.

C ჯგუფი: მეორე წრიდან იჭიდავებს ლუკა მაისურაძეც, მეტოქე კი გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელ არამ გრიგორიანსა და აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს შორის გამარჯვებული იქნება.

D ჯგუფი: უშანგი მარგიანი გათამაშებაში პირველი წრიდან ჩაერთვება, სადაც თურქ მიხაილ ჯანკს შეხვდება.

-100 კგ.

A ჯგუფი: ილია სულამანიძე პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი ჩილელ თომას ბრიჩენოსა და უზბეკ მუხამადკოდირ მანსუროვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

C ჯგუფი: მიხელ ჯაფარიძის პირველი მეტოქე ხორვატი ზლატკო კუმრიჩს შეხვდება.

D ჯგუფი: ონისე სანებლიძე პირველ რაუნდში დაისვენებს, პირველი მეტოქე კი გერმანელ ფალკ პეტერშილკასა და ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვეშს შორის გამარჯვებული იქნება.

+100 კგ.

A ჯგუფი: პირველ წრეში ირაკლი დემეტრაშვილის მეტოქე ლიეტუველი იგნას მეცაუსი იქნება.

B ჯგუფი: გელა ზაალიშვილი მეორე წრეში გერმანელ ლოსენი კონესა და ყაზახ გალყმჟან კრიკბაის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

C ჯგუფი: გურამ თუშიშვილი მეორე წრიდან ჩაერთვება გათამაშებაში, მეტოქე კი ჟამბილ ტურგანალიევსა და თურქ მუნირ ერტუღს შორის გამარჯვებული იქნება.

D ჯგუფი: საბა ინანეიშვილის მეორე წრიდან იჭიდავებს, მეტოქე კი კორეელი სეუნგეობ ლი იქნება.

გოგონები:

-48 კგ.

B ჯგუფი: ნატალია ყიფშიძე პირველ წრეში სერბ მილიჩა ნიკოლიჩს დაუპირისპირდება.

-52 კგ.

A ჯგუფი: მარიამ ფოცხვერაშვილი საწყის მატჩში ამერიკელ მალია სობერანოს შეხვდება.

B ჯგუფი: ელენე წიკლაური ფრანგ ჯული ველ დი მორეისთან შერკინებით დაიწყებს ასპარეზობას.

C ჯგუფი: მარი მახარაშვილი პირველ წრეში ყაზახ ტოლგანაი აბეუოვას დაუპირისპირდება.

-57 კგ.

A ჯგუფი: ნინო წიკლაურის პირველი მეტოქე ბრიტანელი ლილი ნეირნი იქნება.

B ჯგუფი: ნინო ლოლაძე მეორე წრიდან მონღოლ იჩინხორლუ მუნხცედევს დაუპირისპირდება.

C ჯგუფი: გვანცა მჭედლიშვილიც მეორე წრიდან იასპარეზებს, მეტოქე კი ბრაზილიელი რაფაელა სილვა იქნება.

D ჯგუფი: ეთერ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრაში ბრიტანელ ნიკოდა სიტ-დევისს დაუპირისპირდება.

-63 კგ.

A ჯგუფი: ეთერ ასკილაშვილი მეორე წრეში ბრიტანელ ლუსი რენშალს შეხვდება.

C ჯგუფი: ნინო გეთიაშვილი საწყის შეხვედრაში ფრანგ გაეტან დებერს დაუპირისპირდება.

-70 კგ.

C ჯგუფი: რეჯინა უტნელიშვილის პირველი მეტოქე ბრიტანელი კეიტი-კემიმა იატს-ბრაუნი იქნება.

+78 კგ.

A ჯგუფი: პირველ წრეში სოფიო სომხიშვილის მეტოქე ლიეტუველი სანდრა იაბლონსკიტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები