ორიგინალური გამოსავალი? როგორ აპირებს ბარსა მესის დაბრუნებას
Aa
Aa

ორიგინალური გამოსავალი? როგორ აპირებს ბარსა მესის დაბრუნებას

ლეო მესი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს, რომ აჭიანურებს ეს ახალი ამბავი არ არის. შექმნილი სიტუაციით სარგებლობას აპირებს „ბარსელონა“, რომელიც ლეოს დაბრუნების გზებს ეძებს.

35 წლის მესი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და თუ პარიზელებთან ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, მისი დამატება ნებისმიერ გუნდს უფასოდ შეეძლება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიური კლუბი არსებულ სიტუაციას სწავლობს და ცდილობს ობიექტური და უსაფრთხო გზა იპოვოს, რათა ლეოს დაბრუნებისთვის ხელსაყრელი პირობები შესთავაზოს.

წყაროს თანახმად, „ბარსაში“ დაბრუნების შემთხვევაში მესიმ ფინანსური ფეარ პლეის წესები უნდა დაიცვას და კლუბთან ერთად ყველა პირობა შეასრულოს. ამ ყველაფრის ფონზე, კატალონიელებმა ერთი შეხედვით ორიგინალურ გამოსავალს მიაგნეს. „ბლაუგრანა“ არგენტინელს მისი დაბრუნების შემდეგ, კლუბის მოგების პროცენტს შესთავაზებს.

ეს არის მომავალი შემოსავლის პროცენტული მაჩვენებელი (ბილეთების გაყიდვა, სატელევიზიო უფლებები, მაისურების გაყიდვა და ა.შ.) და სპონსორებისგან მიღებული მოგება, რომელიც ლეომ შესაძლოა მისი დაბრუნებით გამოიწვიოს.

ცნობისთვის, მესიმ პსჟ-ში კლუბისთვის 10-მდე ახალი სპონსორი მოიზიდა.

„ბარსელონას“ გასახდელში ფეხბურთელები ლეოს დაბრუნებას მხარს აქტიურად უჭერენ. ბოლო დროს დაიწერა, რომ ლაპორტამ მას დაურეკა და ბოდიშიც მოუხადა, რის შედეგადაც არგენტინელი კმაყოფილი და ბედნიერი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლამი: “მესი უმწეო და სასოწარკვეთილი იყო“
ლამი: “მესი უმწეო და სასოწარკვეთილი იყო“