Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია - დემბელე ბარსელონაში ითამაშებს!

რამდენიმე წუთის წინ, გავლენიანმა ევროპულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რის მიხედვითაც უსმან დემბელეს "ბარსელონაში" ტრანსფერი დასტურდება.

BeINSPORT-ი, Sport-ი, AS-ი და თითქმის ყველა წამყვანი ევროპული გამოცემა ადასტურებს, რომ "დორტმუნდსა" და "ბარსას" შორის გარიგება შედგა. 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ, 20 წლის ფრანგი გარემარბი "კამპ ნოუზე" იასპარეზებს.

წყაროს ინფორმაციით, მომდევნო წლებში გერმანელები ბონუსების სახით დამატებით 30 მილიონ ევროსაც მიიღებენ.

RAC1-ი იუწყება, რომ დემბელე "ბარსასთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ინფორმაცია ოფიციალურად დღეს გვიან ღამით, ან ხვალ დადასტურდება. ამის მიზეზი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაა, რომელიც დღეს საღამოს გაიმართა და გუნდის ხელმძღვანელთა დიდი ნაწილი შვეიცარიაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები