ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლის ულამაზესი აღმოჩენა“ - კვარა ტურის სიმბოლურშია

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში, „ნაპოლი“ „ტორინოს“ დაუპირისპირდა და 4:0 იმარჯვა. „პარტენოპეის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. „კვარამ“ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც თავად გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

უცხოურ გამოცემებს კვარაცხელიას თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და Goal Italia-მ იგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. „მორიგი გოლი, მორიგი ბრწყინვალე გამოსვლა. ნაპოლის ულამაზესი აღმოჩენა სეზონის პირველი დღიდან, ბოლო დღემდე“, - წერს იტალიური გამოცემა.

Goal Italia-ს გარდა, ხვიჩა Sofascore-მაც გამოარჩია. ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა „კვარას“ ასპარეზობა 8.3 ქულით შეაფასა და იგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოახვედრა. კვარაცხელიას გვერდით, შეტევაში ვიქტორ ოსიმენსა და მანოლო გაბიადინის ვხედავთ.

როგორია Goal Italia-ს სიმბოლური ნაკრები

მარკო კარნეზეკი, კიმ მინ ჯე, ფედერიკო გატი, კინგსლი ეჰიზიბუე, კარლოს აუგუსტო, მარტენ დე რონი, მანუელ ლოკატელი, მანოლო გაბიადინი, ხვიჩა კვარაცხელია, მატია ძაკანი, ვიქტორ ოსიმენი.

როგორია Sofascore-ის სიმბოლური

ვოიცეხ შესნი, ჯან მარკო ფერარი, ლორენცო პიროლა, ბრემ ნიუიტინკი, მატია ძაკანი, დავიდ ძაპაკოსტა, მარტენ დე რონი, მატეო რუგერი, მანოლო გაბიადინი, ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას მაგარი დაფარება | ბითაძემ ლეიკერსთან ითამაშა
გოგას მაგარი დაფარება | ბითაძემ ლეიკერსთან ითამაშა