„კვარამ პასში თავისი სიმსუბუქე ჩადო“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
Aa
Aa

„კვარამ პასში თავისი სიმსუბუქე ჩადო“ - სპალეტი მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა სპალეტიმ:

დიდ გუნდთან შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ. გასულ ტურში „ატალანტასთან“ ვიცოდით როგორ უნდა გვეთამაშა და ბიჭებმა დამსახურებულადაც მოიგეს. დღეს ცოტა მეშინოდა, რადგან სანაკრებო პაუზა იწყება და აქამდე საჭირო იყო ყველა მოსაგებ თამაშში გამარჯვება. ასეთ დროს, ფეხბურთელები იმაზე ნაკლებად არიან მზად, ვიდრე საჭიროა. თუმცა, ამის ნაცვლად რეაქცია მომაკვდინებელი იყო. ბიჭებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს და შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს.

კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ამხელა სხვაობა გვაქვს კონკურენტებთან არის ბიჭების კარგი თამაში და არა სხვა გუნდების წარუმატებლობა. ჩვენი გუნდი არაჩვეულებრივ რამეს აკეთებს და ეს მხოლოდ მათი დამსახურებაა.

მესამე გოლი? არის რამდენიმე რამ, რაზეც მეგობრებთან ვსაუბრობთ, ეს გოლი კი ერთ-ერთი სასაუბრო თემა იქნება. დი ლორენცომ არამიწიერი რამ გააკეთა, რომელმაც ცენტრში ბრწყინვალე სივრცე შეიქმნა. შემდეგ იყო კვარაცხელიას პასი, რომელშიც თავისი სიმსუბუქე ჩადო, ოლივეირას გადაცემა და ოსიმენის გოლი. ახლა ვიცით, რომ დრაკონს საჯარიმოში ორი თავი აქვს და ის ყველგან აღწევს. დიახ, ოსიმენი ორთავიანი დრაკონია.

სასიამოვნოა, იმის დანახვაც, რომ როდესაც გუნდი 4:0-ს იგებს, როგორ თავდაუზოგავად ცდილობენ კარის დაცვას. იბრძვიან იმისთვის, რომ მერეტმა კარი მშრალად შეინახოს. ეს არის სწორი რეაქცია ნამდვილი პროფესიონალებისგან.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაში კვარამ თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მან ასევე მესამე გოლის ეპიზოდშიც ითამაშა თავისი როლი, როდესაც ოლივეირას ქუსლით ეფექტური პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც ოსიმენს გაატანინა.

27 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 71 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 21 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ საკუთარ მოედანზე „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ესთეთიკისა და ეფექტურობის სინთეზი“ - კვარას თამაშს იტალიური მედია აფასებს
„ესთეთიკისა და ეფექტურობის სინთეზი“ - კვარას თამაშს იტალიური მედია აფასებს