ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: მილანი VS ნაპოლი, მან. სიტი VS ბაიერნი

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდება, „სამეფო კლუბის“ მეტოქე ლონდონის „ჩელსი“ იქნება, მეორე მილანური კლუბი „ინტერი“ ლისაბონის „ბენფიკას“ დამარცხებას ეცდება, პეპ გუარდიოლას „მან. სიტი“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

მადრიდის რეალი - ჩელსი

ბენფიკა - ინტერი

მან. სიტი - ბაიერნი

მილანი - ნაპოლი

პირველი მატჩები 11-12 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები - 18-19 აპრილს.

1/2-ფინალში „მილანი“ - „ნაპოლის“ წყვილს შორის გამარჯვებული „ბენფიკა“ - „ინტერის“ შორის მოგებულს შეხვდება. შესაბამისად, „რეალი“ - „ჩელსის“ გამარჯვებული „მან. სიტისა“ და „ბაიერნს“ შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის ფინალი სტამბულში, „ათათურქის“ ოლიმპიურ სტადიონზე 10 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები